დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კლასიკური მუსიკის დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი - მეხუთე სეზონით ბრუნდება

კლასიკური მუსიკის დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი - მეხუთე სეზონით ბრუნდება

25-06-2023 10:00:23

კლასიკური მუსიკის დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი - მეხუთე სეზონით ბრუნდება. 

31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, წინანდლის ფესტივალის საიბულიეო სეზონი 11 დღიანი მუსიკალური პროგრამითა და 25 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება.

ფესტივალის დაარსების იდეა სწორედ მისი ჩატარების ადგილთან არის დაკავშირებული. 2007 წელს Silk Road Group-მა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმისა და წინანდლის მამულის აღდგენის პროექტი დაიწყო. მუზეუმის რესტავრაციის დასრულების შემდეგ აღდგენილ და თავდაპირველი იდეური თუ ვიზუალური კონცეფციით განახლებულ მამულში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი მევიოლინე გიდონ კრემერი და კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“. ამის შემდეგ  წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ღონისძიებები ტრადიციად იქცა და Silknet-ის მხარდაჭერით არაერთი ქართველი და მსოფლიო  ვარსკვლავის კონცერტი გაიმართა.

ფესტივალი წარმოგიდგენთ:

• დირიჟორების ვარსკვლავურ შემადგენლობას - ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი.

• პან-კავკასიურ ორკესტრს.

• ვირტუოზ სოლისტებს - იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, გიორგი გიგაშვილი, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, ლიზა ბათიაშვილი, გოტიე კაპუსონი.

• სპეციალური მოწვევით თბილისის სიმფონიურ ორკესტრსი; ნინო კასრაძე

წინანდლის ფესტივალის წარმდგენია: კომპანია სილქნეტი

გენერალური პარტნიორი: თიბისი კონცეპტი

მხარდამჭერები: ვიზა, ლექსუსი, ვისოლი

სპონსორები: სამშენებლო კომპანია ანაგი, ბეხშტაინი

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მხარდამჭერები:

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სასტუმრო ნაკრებების შესაძენად დაუკავშირდით:

რადისონ ქოლექშენ წინანდალი +995 322 402222

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ქეშბექი (მათ შორის WM ბარათებზეც), ხოლო სასტუმროს ნაკრებებზე - 25%-მდე ფასდაკლება.

Visa ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 10%-იანი ქეშბექი, ხოლო სასტუმროს ნაკრებებზე - 10%-მდე ფასდაკლება.

* Doors Open: 18:30 (საღამოს კონცერტი); 11:30 (დღის კონცერტი)

* 6 წლამდე ბავშვები კონცერტზე არ დაიშვებიან

* დაგვიანებული სტუმრები კონცერტზე არ დაიშვებიან

* უამინდობის შემთხვევაში, ფესტივალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს დარბაზი

Tkt.ge-ზე აღნიშნული ბილეთებით შეძლებთ მხოლოდ კონცერტზე დასწრებას.

სასტუმროს პაკეტებისთვის (ბილეთი + ნომერი) მიმართეთ Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotelს. (ცალკე ნომრის შეძენა ფესტივალის დღეების განმავლობაში არ არის შესაძლებელი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები