გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2 და 3 აპრილს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დათბება. ხვალ და ზეგ მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი, 4 აპრილს კი ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი; სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს;
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს; დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს; ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი;
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
უახლესი