ხორცპროდუქტების მწარმოებელი ცნობილი ბრენდი Native Racha წარმოების ზრდას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი Business Insider Georgia- თან ამბობს, წარმოებული პროდუქციის მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე მკვეთრად მატულობს, განსაკუთრებით ტურისტულ პერიოდში.
ბაბლუანის ინფორმაციით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალიზაცია თითქმის გაორმაგდა და ზრდის ტემპი წელსაც გაგრძელდება.
კომპანია ცნობილია დავარგებულ ხორცპროდუქტების წარმოებით, რომელიც ბაზარზე უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და პოპულარულია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე ტურისტებშიც.
„დავარგებული ხორცპროდუქტების ბაზარზე ჩვენი ნიშნა გამორჩეულია. ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის პროდუქტებს, მათ შორისაა რაჭული ლორი, ხამონი, რაჭული სუთი, სვანური ზისხორა, სვანური კეპილი და სხვა. პროდუქტები წარმოდგენილია როგორც ბრენდულ მაღაზიაში ორბელიანზე, ასევე მსხვილი ჰიპერმარკეტების დახლებზეც იყიდება. პროდუქტების ნაწილს საკუთარ ფერმაში ვაწარმოებთ, ქართული აბორიგენული ჯიშის ღორის ფერმას ამბროლაურში ვფლობთ. ნაწილს კი მოსახლეობისგან ვიბარებთ.
ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომლის მიმართ მოთხოვნა გაორმაგებულია. გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ჩვენი ფერმები არ ჰყოფნის. ახალი საწარმოს გახსნით შესაძლებელია თვეში 10 ტონამდე ხორცპროდუქტი ვაწარმოოთ“, - ამბობს ვასილ ბაბლუანი.
Native Racha-ში ამ ეტაპზე 20 სახეობამდე პროდუქტს აწარმოებენ.
Native Racha-ს პროდუქტი საქართველოში ერთადერთი უკონკურენტო, მაღალხარისხიანი, ტრადიციულად დავარგებული, ევროპული ხარისხის პროდუქტია.
ცნობისთვის, კომპანია Native Georgian-მა საწარმოს მართვა, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, 2018 წლიდან გადაიბარა. კომპანიაში 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება