მთავრობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, მდინარე შუთზე მდებარე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობას და სოფელამდე მისასვლელი დროებითი ალტერნატიული გზის მშენებლობას იწყებს. აღნიშნულ მომსახურებას კი საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს, რაშიც 2 500 000 ლარს დახარჯავს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 8 სექტებერს მოსული უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე შუთმა სოფელ ხორეთში დააზიანა საავტომობილო ხიდი. შედეგად 54 ოჯახი დარჩენილია გზის გარეშე. სოფელი მოწყვეტილია ცენტრალურ გზას და სხვა ალტერნატიული გასასვლელი არ არსებობს, მოსახლეობა გადაადგილდება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკით. აღნიშნული ოჯახებისთვის შეუძლებელი გახდა ბავშვების სკოლაში ტარება, საჭირო პროდუქტებით მომარაგება. ასევე, მოკლებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევას.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება