,,კეთილი და პატიოსანის“ წარმოება წელს მკვეთრად გაიზრდება. კომპანია სეზონზე 500 ტონა ხილის გადამუშავებას გეგმავს, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 200 ტონით აღემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ Business Insider Georgia- თან ისაუბრა.
მისი თქმით, სოუსების მიმართულება ასევე მნიშვნელოვნად განვითარდება. პროდუქტი სუპერმარკეტების ქსელებში მომავალი კვირიდან გაიყიდება.
,,საკმაოდ აქტიური სეზონი გვაქვს. ამ დროისთვის 120 ტონა ატამია გადამუშავებული და კიდევ ამდენი დაემატება. პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც. შესაბამისად, წარმოების მასშტაბს ვზრდით. ჯამში წელს 500 ტონამდე ხილის გადამუშავებას ვაპირებთ. შარშან 300 ტონა გადავამუშავეთ, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გავიდა. პარალელურად ვავითარებთ სოუსების ხაზს, პროდუქტს რამდენიმე ახალი გემო დაემატება. ჩამოსხმას ვამთავრებთ და უკვე მომავალი კვირიდან ,,პოპორელის“ სოუსებს სუპერმარკეტებში შევიტანთ “, - ამბობს გიორგი ახალაძე.
მისი ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე ძალიან მალე დაემატება საფრანგეთი, სადაც საცდელი პარტია გაიგზავნა.
,,კეთილი და პატიოსანი“ ჯამში 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 - ,,პოპორელის“ სოუსები.
„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. საწარმოში მუდმივად 22 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე დამატებით 15 ადამიანს ასაქმებს. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონიდოლარია.
უახლესი
34 წუთის წინ
2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა54 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა56 წუთის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“