დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კერამიკის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში - Ceramic Studio 1300

კერამიკის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში - Ceramic Studio 1300

25-06-2024 16:12:00

Ceramic Studio 1300-ის თანადამფუძნებელი ტასო გომელაური Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა და ყველაზე გაყიდვადი თიხისგან დამზადებული ჭადრაკია.

მიმდინარე სეზონზე Ceramic Studio 1300 მუშაობს ყვავილების ქოთნების ახალ კოლექციაზე.

„გასულ წელთან შედარებით გაყიდვები მზარდია. ყველაზე მოთხოვნადია თიხისგან დამზადებული ჭადრაკი. ჭადრაკები სხვადასხვა მასალისგან მზადდება და განსხვავებული, დახვეწილი დიზაინით მომხმარებლებში დიდ ინტერესს იწვევს. ასევე მუდმივად ვმუშაობთ ახალ კოლექციებზე, რათა მომხმარებელს ახალი პროდუქცია მივაწოდოთ“, - ამბობს ტასო გომელაური.

მისი თქმით, მოთხოვნა წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდია.

„მომხმარებლებს სეზონურად სხვადასხვა სახის პროდუქციას ვთავაზობთ, მუდმივად იცვლება დიზაინი, ასორტიმენტი, სტანდარტული პროდუქცია წარმოებაში ნაკლებადაა. სხვადასხვა პროდუქტები ექსპორტზე გაგვაქვს აქტიურად, ძირითადად კერძო პირები გვიკვეთავენ“, - ამბობს ტასო გომელაური.

რაც შეეხება საექსპორტო არეალს, Ceramic Studio 1300-ის ნამუშევრები გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ბრიტანეთში, შვედეთი, საფრანგეთი და სხვა. რაც შეეხება ფასებს, თიხის ჭადრაკების ღირებულება 270 ლარიდან იწყება და 600 ლარს აღწევს გამოყენებული მასალის ხარისხის და დიზაინის შესაბამისად.

ამასთან, ტასო გომელაური  Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ USAID-ის დახმარებით იქმნება ვებპლათფომა რომელიც მხოლოდ ევროპელი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და პროდუქციას  ამ პლათფპემის დახმარებით ევროკავშირის ბაზარზე გაიტანენ. 

ცნობისთვის, Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტიმ და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს. რიცხვი 1300 ღუმელის გამოწვის მაქსიმალურ ტემპერატურასთან ასოცირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები