დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართულმა კომპანიებმა Micam & Mipel Milano-ში მონაწილეობით მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს

ქართულმა კომპანიებმა Micam & Mipel Milano-ში მონაწილეობით მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს

29-09-2023 13:40:30

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაში „Micam & Mipel Milano” მონაწილეობის მიღება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“  და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრები -  ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები.

ტყავის და ტყავის შემცვლელი პროდუქციის გამოფენაზე კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან. მოლაპარაკებები აქვთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: იტალია,  გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, თურქეთი და ა.შ.

საერთაშორისო ღონისძიებას 7 ქართული კომპანია ესწრებოდა - „გეფერინი“, „კოსმო“, „გეოდე პლიუსი“, „ჯიანო“, “რე-მარკეტი”, "ნიკოლო" და „გუროსი“.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები