Galt & Taggart-ის 25-29 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.29% წინა კვირასთან შედარებით და +18.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 675 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.80 - 51.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.16% წინა კვირასთან შედარებით და +13.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 411 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.65 - 32.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.68% წინა კვირასთან შედარებით და +19.39% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 364 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.26 - 12.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა