საქართველოს ბანკი ქალ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებასა და წარმატების მიღწევაში კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. ბანკმა Wolt-თან პარტნიორობით, მარტის თვეში ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც ქალ მეწარმეთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ბიზნესების ცნობადობის ზრდაა.
ორიგინალური ტორტებითა და უგემრიელესი დესერტებით გამორჩეული საკონდიტრო ბუკას ბეიქერი ერთ-ერთი წარმატებული ქალი მეწარმის ბიზნესია, რომელიც საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის ნაწილი გახდა. უკვე 5 წელია, რაც ბუკას ბეიქერის ცნობილი ტორტები მრავალი სადღესასწაულო შეკრების ნაწილია და ჩვენთვის გამორჩეულ დღეებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. როგორ გაჩნდა ბუკას ბეიქერის შექმნის იდეა და რა მოსწონთ მომხმარებლებს განსაკუთრებით, საკონდიტროს დამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ ქუტიძე, თავად მოგვიყვა.
“საკონდიტროს შექმნის სურვილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვქონა, იდეა კი ამ სფეროში მიღებული განათლების შემდეგ გაჩნდა. 2019 წელის ბოლოს ბუკას ბეიქერი საკმაოდ წარმატებულად გაიხსნა, მაგრამ პანდემიის სახით კრიზისული პერიოდი მალევე დადგა. დროთა განმავლობაში კი, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდით. ჩვენი საკონდიტრო გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული დესერტებითა და ყველასგან განსხვავებული სადღესასწაულო ტორტებით, თუმცა მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი დარიჩინის ფუნთუშებია. ასევე, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ბაზარზე არსებული დესერტებისგან განსხვავებული შიგთავსების მქონე პროდუქცია შემოიტანა”, — ამბობს მარიამ ქუტიძე.
ქალი მეწარმეებისთვის WOLT-ის აპლიკაციაში შექმნილი შეთავაზებით ბუკას ბეიქერიმ უკვე ისარგებლა და როგორც მარიამ ქუტიძე აღნიშნავს, შედეგები საკონდიტროზე უკვე დადებითად აისახა. ბუკას ბეიქერის მსგავსად, საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო კამპანიის ნაწილი სხვა ქალ მეწარმეებსაც შეგიძლიათ გახდეთ და შემდეგი ბიზნეს შეთავაზებებით ისარგებლოთ:
“ეს კამპანია ჩვენს საკონდიტროზე საკმაოდ დადებითად აისახა და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი წამოწყებები ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის”, — აღნიშნა მარიამ ქუტიძემ.
საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო შეთავაზებით სარგებლობისთვის ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ.
უახლესი