ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შემუშავებული დოკუმენტაცია მოქალაქეებს საპროექტო კომპანია "სითი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელმა გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
რეკომენდაციების მიღება 26 მარტამდე, როგორც ბეჭდური, ისე - ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო - მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ელ. ფოსტა:
sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია - მის: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, №5; დოკუმენტაცია იხ. ბმულზე: https://shorturl.at/kGP5b
უახლესი
5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია