დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კახეთში, სოფელ რუისპირში სტუმრებს მაღალი კლასის სასტუმროსა და ვილებს შევთავაზებთ - Villa Godoly-ის მფლობელი

კახეთში, სოფელ რუისპირში სტუმრებს მაღალი კლასის სასტუმროსა და ვილებს შევთავაზებთ - Villa Godoly-ის მფლობელი

13-06-2024 17:00:00

კახეთში, სოფელ რუისპირში სტუმრებს მაღალი კლასის სასტუმრო და ვილები მომსახურება. Villa Godoly-ს პროექტი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საიდანაც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის დასრულდება, ხოლო ვილების გაყიდვები 1-2 თვის ვადაში გაიხსნება. გაყიდვების პარალელურად კი დაიწყება სამშენებლო პროცესიც.

როგორც Business Insider Georgia-სთან Villa Godoly-ს მფლობელმა და დირექტორმა გიორგი ქოჩლაძემ განაცხადა, სასტუმრო 56 სასტუმრო ოთახს გააერთიანებს. სასტუმროს მშენებლობა და შემდგომ მისი მოწყობისთვის მთლიანობაში 18 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 

„სასტუმრო გადაწყვეტილია კახეთის ავთენტური არქიტექტურით და შატოს ტიპისაა. სასტუმრო იქნება ბუტიკური და კახეთში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება. სასტუმროს წინ 1 ჰა-ზე მეტი ვენახია, რომელიც იქნება ბუფერი სასტუმროსა და ვილებს შორის. მოხდება ვილების გაქირავება და  Villa Godoly იქნება პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი პროექტი“, - აცხადებს გიორგი ქოჩლაძე.

მისივე თქმით, Villa Godoly-ს პროექტი დაახლოებით 30 ვილას გააერთიანებს, რომელთა მშენებლობა ჯერჯერობით დაწყებული არ არის. 

შატოს ტიპის, სასტუმრო, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს  და განთავსებულია განსაკუთრებულად მშვიდ და 100 წლოვანი მუხების გარემოცვაში. სასტუმრო ზღვის დონიდან 800 მ-ზეა, რაც ქმნის, უნიკალურ მიკროკლიმატს, სუფთა ჰაერზე და სიგრილეში დასვენებისთვის.

სასტუმროს მინუს სართულზე, ღვინის სარდაფში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის, უძვირფასესი ღვინოები და ისარგებლოს ღვინის სპათი.

აგრეთვე სასტუმროში გამოფენილი იქნება, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიული არტიფაქტების ნაწილი და ცნობილი ქართველი ფერმწერების ტილოები.

სასტუმროში, კერძები მომზადდება, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით, შესაბამისად მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება, ხეხილის ბაღი, ბოსტანი და სათბური. კახეთში პირველად, სასტუმრო სრულად იქნება აღჭურვილი, მსოფლიოს ლიდერი იაპონური კომპანია “Daikin”-ის, გათბობა/კონდენცირება/ვენტილაციის სისტემებით.

რაც შეეხება ვილებს, ერთი ვილა ერთი სუბიექტს მფლობელობაში იქნება და მიწის ნაკვეთი საშუალოდ 1250 კვ/მ-ს შეადგენს, სადაც ვილა მოეწყობა და სურვილის შემთხვევაში მფლობელი აუზის მოწყობასა და ვენახის გაშენებას შეძლებს. ვილებში იქნება სასტუმროს 5* “Room service” მომსახურება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები