Schuchmann Wines Georgia, რომელიც კახეთში, სოფელ კისისხევში შატოს, სასტუმროს, ვილებს, სპას და სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურას ფლობს უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესზე და სტატისტიკაში მათ ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია Schuchmann Wines Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს, რომელსაც ოფიციალურად აქვს უკვე მინიჭებული საერთაშორისო კურორტის სტატუსი, ტურისტული სეზონისთვის წინასწარი ჯავშნები აქტიურად იღებს.
„კახეთში სოფელ კისისხევში Schuchmann Wines Chateau-ში მდებარე სასტუმრო და ვილები ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ამ ეტაპზე სურათი დამაკმაყოფილებელია გამომდინარე იქიდან, რომ თუ აქამდე სტუმრების რაოდენობა იყო 40/60-ზე, საიდანაც 40%-ი იყო უცხოელი და 60%-ი ადგილობრივი, სიტუაცია იცვლება და უცხოელების წილი იზრდება. რაც დასტურდება იმით, რომ პირდაპირ ჯავშნებს ვიღებთ და იდენტიფიცირება საკმაოდ მარტივად ხდება.
გვსტუმრობენ ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან, აზიის ქვეყნებიდან. აზიიდან დაინტერესება სახეზეა ბოლო პერიოდში, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მათთვის ასევე მნიშვნელოვანი ბაზარია ინდოეთი და ამ ბაზარზე გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ დიდი გათვლები კეთდება.
„ინდოელი სტუმრები ჯერ არ გვყავს, თუმცა გეტყვით, რომ ინდოეთის ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დიდი ბაზარია, რომელზედაც დიდი გათვლები გვაქვს. ეს არის როგორც ტურისტული ისე ღვინის სარეალიზაციო მიმართულება და ასევე საინვესტიციო. იმიტომ, რომ ინდოეთი თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო ბაზარია. თუმცა ეს მაინც გრძელვადიანი მიზნებია და საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება“, - აცხადებს აბრამიშვილი.
Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA 70 სასტუმრო ნომერს აერთიანებს და მთლიანობაში ღამისთევით 200-მდე სტუმრის მიღება შეულია. თუმცა როგორც ნუცა აბრამიშვილი ამბობს, გარდა ღამისთევისა Schuchmann Wines-ის ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოთხოვნადია სხვა სერვისების მიმართულებითაც, მაგალითად როგორიც არის სპა.
„ვფიქრობთ, რომ წელს საკმაოდ მაღალი აქტივობაა, აქტივობა იქნება მეტი და მეტი. კახეთი და ღვინის ტურიზმი ეს არის ის დესტინაცია, სადაც ყოველთვის მაღალი დაინტერესებაა. ამ შემთხვევაში ტურისტულ სეზონს ვხვდებით არსებული და ახალი სერვისებით, რომელიც არის „ყველაფერი ღვინოზე და ღვინის ირგვლივ“. ეს არის როგორც ღვინის დეგუსტაცია, ისე ღვინის ნაირსახეობების გაცნობა, რომელიც არის ჩვენს მარნებსა და ქარხანაში წარმოებული, რისი დაკვირვების და დათვალიერების საშუალებასაც ჩვენს სტუმრებს ვაძლევთ.
გვაქვს ასევე გამორჩეული პროდუქტი ეს არის ღვინის სპა, რომელიც ჩვენს საერთო პორტფელში მოწონების მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. სტუმრები ღვინის სპის სერვისის მისაღებად გარედანაც კი გვსტუმრობენ. წელს დავამატეთ ძალიან ბევრი და საინტერესო კოსმეტიკური მიმართულება, რამდენიმე ახალი პროდუქტი გვაქვს, რომელიც არის ეკოლოგიური წარმოების და რომელსაც ვიღებთ უშუალოდ ჩვენი ვენახებიდან მიღებული ყურძნის და ყურძნის წიპწისგან.
ჩვენს მიერ დამზადებულ კოსმეტიკას მხოლოდ ჩვენს სპაში ვიყენებთ, თუმცა თუ მომხმარებელს მისი შეძენა მოუნდება ამის შესაძლებლობაც ეძლევა. საუბარია 100%-ით ნატურალურ ბიო კოსმეტიკაზე, ყურძნის წიპწის ზეთზე, რომელიც მიიღება ცივი პრესით. მას უკვე ჰყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი. ეს არის უკვე ნიშური კოსმეტიკური პროდუქტი და უშუალოდ ჩვენთან არის მისი შეძენის და გამოცდის შესაძლებლობა“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმავს, კომპანია საკუთარ პორტფელში ტურისტული მიმართულების კიდევ უფრო მეტ ზრდას გეგმავს.
„სამომავლო გეგმები გაქვს საკმაოდ ვრცელი, როგორც მოკლევადიანი ისე გრძელვადიანი. ჩვენი გეგმები ეხება უშუალოდ სასტუმრო მიმართულების განვითარებას და ასევე მასში არსებულ სერვისებს“, - განაცხადა Schuchmann Wines Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა.
Schuchmann Wines Georgia დაარსდა 2008 წელს გერმანელი ფილანთროპის და მეწარმის ბურკჰარდ შუხმანის მიერ, ქართული მეღვინეობის რეგიონის, კახეთის ცენტრში. ფრანგული კონცეფციის, ბუტიკის სტილის ქართული ღვინის წარმოება, რომელიც აწარმოებს ელეგანტური გემოებისა და შესანიშნავი ბალანსის ექსკლუზიურ ღვინოებს ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან, როგორც ევროპული წარმოების მეთოდებით, ასევე ღვინის დაყენების ქართული 8000 წლიანი ტრადიციის მიხედვით.
შუხმანის სასტუმრო კომპლექსის ტერიტორია 9 ჰექტარია და აერთიანებს ბუტიკის სტილის სასტუმროს კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის განსაცვიფრებელი ხედებით, მაღალი კლასის ქართულ რესტორანს, ექსკლუზიურ ღვინის სპას, ღვინის სოფელს 18 ავთენტური შენების ვილებით, სადაც გამოყენებულია მე-19 საუკუნის ქართული სამშენებლო მასალები. არქიტექტურა შუხმანის ღვინის სოფელში წარმოადგენს კახეთის ღვინისა და ვაზის უნიკალურ ხასიათს. Schuchmann Wines Chateau გახდა საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურების შეხვედრის ადგილი და ახლა უკვე კახეთის რეგიონის საუკეთესო დასასვენებელი კურორტი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა