დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა

ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა

25-10-2023 12:57:07

ჰანს კლუგემ, საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში  განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა - ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა. მისივე თქმით, ეს ცვლილებები, სახელმწიფოსთვის, ორჯერ მეტი მედიკამენტების შესყიდვების საშუალებას იძლევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილთან ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული რეფორმები განიხილა.  

„თუ ხალხს არ აქვს შესაძლბლობა, გადაიხადო ფული ექიმთან წასასვლელად, ან მედიკამენტისთვის,  ეს მხოლოდ პრაქტიკული პრობლემა არ არის, ეს ეთიკური პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანები კარგავენ ნდობას მთავრობების, ჩვენ მიმართ. თუმცა, არსებობს ბევრი კარგი მაგალითი. ახლახან, ვიმყოფებოდი უმშვენიერეს თბილისში, საქართველოში, რათა განმეხილა ჯანდაცვის მინისტრთან, ბატონ ზურაბ აზარაშვილთან,  თუ როგორ მოახერხეს ფასების რეგულაციაზე, რეფერენტულ ფასებზე ერთიანი სამუშაოს წარმართვა, რამაც საბოლოოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების  45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ახლა, საქართველოს, ორჯერ მეტი [მედიკამენტების]  შესყიდვის საშუალება აქვს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები