Costa Cruises-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს. Costa Cruises-ი იტალიური საკრუიზო კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1948 წლიდან ოპერირებს. 75 წლის საკრუიზო კომპანიას ამჟამად 9 ლაინერი ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ზღვებში ტურისტულ მარშრუტებს ასრულებენ.
ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთ ევროპა, კარიბის ზღვა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, გაერთიანებული საემიროები და შორი აღმოსავლეთი - ამჟამად კომპანისს დაფარვის არეალია. ახლა კი Costa Cruises-ი გაყიდვების გაფართოებას ამიერკავკასიაში საქართველოდან იწყებს.
8 ივნისს საქართველოში, ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისათვის, Costa Cruises-ის პრეზენტაცია და გაცნობითი შეხვედრები გაიმართება.
ღონისძიებას წარუძღვებიან Costa Cruises-ის ადგილობრივი პარტნიორი, კომპანია „კრუიზერის“ დირექტორი ანა კირკიტაძე და ასევე Costa Cruises-ის გაყიდვების დირექტორი ალესანდრო ბოტარო და ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი ომარ დელეპიანე.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით