იტალიური ნავთობსაბადოების მომსახურების კომპანია Saipem-ი საკარიას გაზის საბადომდე შავი ზღვის თურქულ სექტორში მილსადენს გაატარებს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მილსადენი, შავი ზღვის თურქულ სექტორში საველე განვითარების მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზსადენის დიზაინის, მიწოდების, მშენებლობისა და მონტაჟის შესახებ ხელშეკრულება Saipem-სა და TPAO-ს შვილობილი კომპანია TP-OTC-ს შორის გაფორმდა, რომელიც საკარიაში გაზის საბადოზე ოფშორული ძიებითა და წარმოებითაა დაკავებული.
კონტრაქტის მიხედვით, Saipem-ი 175 კმ სიგრძის, 16 დიუმიანი დიამეტრის მილსადენს 2200 მეტრის სიღრმეზე გაატარებს.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი