დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ტურისტების შემოდინებაზე გავლენა აუცილებლად ექნება - ვალერი ჩეხერია

ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ტურისტების შემოდინებაზე გავლენა აუცილებლად ექნება - ვალერი ჩეხერია

10-10-2023 10:00:47

ისრაელში განვითარებული მოვლენები ტურისტების შემოდინებაზე გავლენა აუცილებლად ექნება, მიიჩნევს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, ისრაელიდან ჯგუფური ჯავშნები ძირითადად დეკემბერზე ყაზბეგის Rooms-ზე ფიქსირდება და თუ ისრაელში სიტუაცია მალე არ დასტაბილურება ჩეხერია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ჯავშნები გაუქმდეს. 

„ისრაელი ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელია. მიგვაჩნია, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ტურისტების შემოდინებაზე გავლენა აუცილებლად ექნება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ნოემბერში ისრაელში გვქონდა დიდი შეხვედრები დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავდით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას, რათა დაგვეინტერესებინა ის ახალგაზრდები, რომელიც რეალურად ჩვენი სეგმენტია. შეხვედრა უკვე ორგანიზებული იყო და ხალხიც დაპატიჟებული, თუმცა ამ ჩანიშნული შეხვედრების გაუქმება უკვე მოგვიწია. 

Rooms Hotel-ში ისრაელიდან ძირითადად მოდიან საპენსიო ასაკის ადამიანები და ასევე ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში სათამაშო ბიზნესისთვის ჩამოდის. თუმცა ის სეგმენტი, რომელიც საინტერესოა ჩვენთვის, ამ სეგმენტს ვერ ვიღებდით. ამიტომ ამ მიზნით მივდიოდით ისრაელში.

რაც შეეხება Rooms-ის ჯავშნებს ჯერ არ გაუქმებულა. თბილისის Rooms-ში ისრაელიდან ჯგუფები ნაკლებად იყვნენ, მათ ძირითადად ყაზბეგის Rooms-ი აინტერესებდათ. ჯერჯერობით დეკემბრის ჯავშნები არ გაუქმებულა და თუ უახლოეს დღეებში არ დასტაბილურება ვითარება ალბათ ჯავშნები გაუქმდება“, - აცხადებს ჩეხერია. 
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები