კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 11.1%-ით გაიზარდა 2023 წლის აგვისტოში, წინა თვის 13.6%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 48.0 მლრდ ლარი შეადგინა.
ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოში სესხების პორტფელი წლიურად 14.6%-ით გაიზარდა (+14.5% ივლისში). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა, მნიშვნელოვნად, 16.0%-მდე დაჩქარდა (+14.7% ივლისში), ხოლო საცალო დაკრედიტება წლიურად 13.5%-ით გაიზარდა (+14.2% ივლისში);
ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 9.9%-მდე შენელდა (+11.3% ივნისში). 2023 წლის აგვისტოში სესხების დოლარიზაციამ 41.6% შეადგინა (+1.16პპ წ/წ და -0.84პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.7%-ს გაუტოლდა (-0.04პპ წ/წ და +0.01პპ თ/თ).
2023 წლის აგვისტოში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 20.1%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 48.1 მლრდ ლარამდე. ვალუტების მიხედვით, აგვისტოში ლარის დეპოზიტები წლიურად 38.0%-ით გაიზარდა (+41.2% ივლისში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 7.2%-მდე შენელდა (+13.3% ივლისში). შედეგად, აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციამ 49.7% შეადგინა (-8.36პპ წ/წ და -0.91პპ თ/თ)
უახლესი
11 საათის წინ
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა11 საათის წინ
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა12 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა12 საათის წინ
ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში რომელი პროდუქტები გაიაფდა