დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვენტარიზაცია - ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა

ინვენტარიზაცია - ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა

26-04-2024 23:51:00

ინვენტერი - ინვენტარიზაციის სფეროში, ქართულ ბაზარზე, წამყვანი და მზარდი კომპანიაა. ჩვენი გუნდიკომპანიებს, 2 წელიწადზე მეტია უწევს მომსახურებას.

„ამ დროის განმავლობაში, მათ 300 პროექტზე მეტი შეასრულეს და წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ“.

კომპანიაში ამჟამად 25 ადამიანი სრულ განაკვეთზეა დასაქმებული. ინვენტარიზაციის სფეროში, უმეტესობა მათგანის გამოცდილება მრავალწლიანია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ახალი გუნდის წევრების მოზიდვისას, დაგროვებული გამოცდილება მარტივად და ეფექტურად გაუზიაროს, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ყოველთვის გვაქვს რესურსი, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე დიდ პროექტზე ვიმუშაოთ.“

„ინვენტერს ჰყავს მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესპარტნიორები, რომლებთანაც დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და გამოცდილებას ვუზიარებთ“.

ინვენტარიზაცია - ეს სფერო, ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მათ ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები აღრიცხვისსაერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ეს პროცესი კი არც თუ ისე მარტივად დასაგეგმი და განსახორციელებელია. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ როლს, ინვენტერი კომპანიებს ეხმარება შემდეგი სერვისების მიმართულებით:

მნიშვნელოვანიის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით,  2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან, მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის გრაფები ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს“ და ,,ძირითადი საშუალებები ნაშთი წლის ბოლოს“ გადასახადის გადამხდელების მიერ შესავსებად გახდა სავალდებულო. შედეგად, გადასახადის გადამხდელებს შეეზღუდებათ მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის წარდგენა, ზემოთ ჩამოთვლილი ნაშთების გრაფების შევსების გარეშე.“

 

ეს ფაქტი კი იმას უსვამს ხაზს, რომ ინვენარიზაციის ჩატარების აუცილებლობა, ნებისმიერი ბაზარზე არსებული კომპანიისთვის სავალდებულო პროცედურა გახდა.

 

„საქმიანობის დაწყებისთანავე, გვქონდა მკაფიო მიზანი, კონტრაქტორი კომპანიებისთვის ინვენტარიზაციისპროცესი გაგვეხადა კომფორტული და მოქნილი. ამ მიმართულებით მიდგომებისა და ტექნიკის დანერგვაში გუნდის გამოცდილებამ უდიდესი როლი ითამაშა.

მაგალითად, ტექნიკურ ნაწილში, ვმუშაობთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფით, არ გვაქვს ჩვენი კონკრეტული სოფტი, რაც რიგ შემთხვევებში შექმნიდა კონტრაქტორ კომპანიასთან თავსებადობის პრობლემას.

ინვენტარიზაციის, მთლიანად სფეროს და მისი ტექნიკის დახვეწის მიმართულებით, ქართულ ბიზნესშიპოზიტიური ძვრებია, თუმცა ამ მხრივ ბაზარი ჯერ კიდევ ასათვისებელია. ცნობიერების ნაწილში, ვცდილობთ მოკრძალებული როლი, ჩვენც შევასრულოთ.

კონკრეტულად ინვენტარიზაციის სერვისის მიმართულებით სპეციალიზება საშუალებას გვაძლევს, რომ ბიზნესს შევთავაზოთ დროული მომსახურება და კონკურენტული ფასი.

ინვენტერის მთავარი გზავნილი კომპანიებთნ კი მარტივია - მართე მარაგები ეფექტურად!

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები