ინნ დეველოპმენტმა პრემიუმ ხაზის პროექტის გლდანი ინნ-ის განხორციელება უკვე დაიწყო - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „გლდანი ინნ-ის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ განუცხადა.
„პროექტი 26 125 კვადრატულ/მეტრზე მეტ ტერიტორიაზეა განთავსებული. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. აშენდება - 9 სართულიანის, 23 სართულიანი, 28 სართულიანი და 32 სართულიანი კორპუსები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც გლდანში აშენდება ცათამბჯენი და იქნება პრემიუმ კლასის სივრცე. გარდა ამისა, ყველაზე დიდი ეზო ექნება ამ კომპლექსს. 2 ჰექტარზე განთავსდება სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები, სხვადასხვა კომერციული ფართები. ფაქტობრივად გლდანი ინნ-ში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ამ ტერიტორიიდან გაუსვლელად, მიიღონ აბსოლუტურად ყველა სერვისი“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ამ დროისათვის, გლდანში, ვეკუას ქუჩაზე დაიწყო საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.
„სამი კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო. F ბლოკის საძირკველი არმირების სამუშაოები მიმდინარეობს, B ბლოკზე ხდება ზედმეტი ხიმინჯების მოხსნა, ხოლო A ბლოკზე შენობის ფუძის მოწყობის სამუშაოები. ანუ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამივე კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2028 წელს დასრულდება“, - განაცხადა ლანა ბლიაძემ.
გლდანი ინნ-ის საინვესტიციო ღირებულება $54 მილიონია და პროექტის ფარგლები ბინების გაყიდვები მესამე თვეა დაიწყო.
„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ორთვენახევრის განმავლობაში უკვე გაყიდულია 300-მდე ბინა და ამ დროისთვის კვადრატულის ღირებულება (საწყისი ფასი) $1090-ია“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება