დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი იწყება

22-08-2024 18:10:00

Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპების განაცხადების მიღებას 2024 წლის აქსელერაციის პროგრამაზე. 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც თიბისის პროექტის „სტარტაპერის“ და EFSE-ს სამწარმეო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. 

 

აქსელერატორში ჩაერთვება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეული 20 გუნდი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.  

 

აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში და გაგრძელდება12 კვირას (ოქტომბერი 2024 - იანვარი 2025). პროგრამა მოიცავს თემატურ შეხვედრებს, სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ მენტორობას, „ნეთვორქინგ“ ღონისძიებებს, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობას, ბოლო ეტაპზე გადასული სტარტაპების გასვლით ვიზიტს მადრიდში და დემო დღეს, სადაც გუნდებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.    

 

აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით. მონაწილეობით დაინტერესების შემხვევაში გადადით ბმულზე: https://shorturl.at/QqaTc

 

სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Helio AI, Roommate, Wenroll, Stori AI, Wempler, Lawformer, Connect, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.

 

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com    

აქსელერატორის მხარდამჭერები: თიბისის პროექტი "სტარტაპერი", EFSE Entreprenership Academy

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: tbilisi@impacthub.net

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები