დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმედი მაქვს, რომ ევროპა ქართული საზოგადოების თავისუფალ აზრს გაითვალისწინებს - პრეზიდენტი

იმედი მაქვს, რომ ევროპა ქართული საზოგადოების თავისუფალ აზრს გაითვალისწინებს - პრეზიდენტი

09-12-2023 18:39:02

საქართველოს პრეზიდენტი დღეს „ევროპულ მარშს“ შეუერთდა, რომელიც არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით გაიმართა.

,,მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! მითუმეტეს მაშინ, როცა ამდენი ხალხი მოდის აქ, რათა თავისი ხმა მიაწვდინოს ევროპას!

კომისიამ თავისი აზრი უკვე თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან ველი, რომ გაითვალისწინებენ ერთი მხრივ, შესრულებულ რეკომენდაციებს და მეორე მხრივ, იმ ადამიანების აზრს, რომელსაც დღეს აქ გამოხატავენ.

ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, სადაც ადამიანების თავისუფალ აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ ნამდვილად შევძლებთ 15 დეკემბერს კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ და მოვემზადოთ შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო ევროპის მოედანზე დასრულდა, სადაც ,,ევროპული მარშის" მონაწილეებმა ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშა გაშალეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები