Microsoft-ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები მესამე კვარტალში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინვესტორების მოლოდინი.
სულ მცირე, შემოსავალმა მიაღწია 65,59 მილიარდ აშშ დოლარს, როცა მოსალოდნელი შემოსავალი 64,51 მილიარდი იყო. კორპორაციის მოგებამ აქციაზე 3,3 აშშ დოლარი შეადგინა. Microsoft-ის შემოსავალი გაიზარდა 16%-ით წელიწადში, ხოლო მოგება 11%-ით, მაგრამ ეს უკანასკნელი შესაძლოა შემცირდეს მიმდინარე კვარტალში OpenAI-ის კაპიტალში ინვესტიციის საჭიროების გამო.
როგორც CNBC აღნიშნავს, Microsoft-ის მთლიანი შემოსავალი გასული ფისკალური კვარტალის ბოლოს, 16%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო მიმდინარე კვარტალში წმინდა მოგება გაიზარდა 11%-ით და $24,67 მილიარდი დოლარია.
კორპორაცია ელის შემოსავალს 68,1 მილიარდი დოლარიდან 69,1 მილიარდ დოლარამდე, დიაპაზონში ზრდას.
უახლესი
11 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა