კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები მცირდება. როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მეორე კვარტლის ბოლოსთვის სესხების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 11,95%-ის დონეზე იყო, 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი საპროცენტო განაკვეთი 12,06%-ს შეადგენდა.
თუ 2024 წლის მეორე კვარტალში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 14,55%-ი იყო, 2024 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 14,74%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს მეორე კვარტლის მონაცემებით ასეთი სესხების საპროცენტო განაკვეთი 8,80%-ი იყო, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებლებთან ოდნავაა გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების სესხებზე 8,76%-ი იყო.
ბოლო წლების სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე, სახეზეა რომ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებს საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები წლიდან წლამდე კლების ტრენდზეა, რასაც ხელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც უწყობს.
უახლესი