დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იაპონია, ქართულ ღვინის ექსპორტისთვის საინტერესო ხდება - TBC კაპიტალი

იაპონია, ქართულ ღვინის ექსპორტისთვის საინტერესო ხდება - TBC კაპიტალი

15-08-2024 15:00:00

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, საქართველოდან ღვინის ექსპორტისთვის იაპონია საინტერესოა და ეს ბაზარი მომავალში უფრო საინტერესო გახდება. 

„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ, ხელი შეუწყო ევროპული ღვინოების პოპულარიზაციას. 

იაპონიისთვის მთავარი საიმპორტო ქვეყნებია საფრანგეთი (60%) და იტალია (12%). ქართული ღვინის საექსპორტო ფაის $7-ია. 

იაპონიაში ფიქსირდება ღვინის მზარდი მოხმარება ახალგაზრდა თაობასა და ქალებში. იზრდება მოთხოვნა დაბალ ალკოჰოლიან, ნატურალურ დაორგანულ ღვინოზე“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი წლიდან-წლამდე იზრდება. 2022 და 2023 წელს ამ ბაზარზე $1,5 მილიონის ღირებულების ღვინო გაიყიდა. ამასთან ქართული ღვინო ყველაზე ძვირი იაპონიაშია და $7,1 შეადგენს, მეორეა აშშ – $6,19, ხოლო მესამე გაერთიანებული სამეფო-$5,2 . 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები