HubSpot (HUBS)-ის აქციების ფასი 8%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც Alphabet-ის (Google-ის მშობელი კომპანიის) მიერ აქციების პოტენციური შეძენის შესახებ ითქვა.თუ გარიგება შედგება, ეს დღემდე Alphabet-ის ყველაზე დიდი შენაძენი იქნება. HubSpot (HUBS)-ის ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $33 მილიარდია.
აქამდე, Google-ის ყველაზე დიდი შენაძენი 2011 წელს იყო, როდესაც Motorola Mobility $12,5 მილიარდად შეიძინა. აღნიშნული შესყიდვა მას ახლა შესაძლოა Microsoft-სა და Amazon-თან Cloud Computing-ის ბაზარზე კონკურენციაშიც წაადგეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Alphabet პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიისთვის შეთავაზებას განიხილავს, აქციების ფასმა მყისიერად იმატა.
Alphabet-ის აქციების ფასიც მცირედით გაიზარდა. ეს რეალურად ცოტა გასაკვირიც კია, რადგან ჩვეულებრივ, როდესაც კომპანია სხვა კომპანიას იძენს (განსაკუთრებით საკუთარი აქციების გამოყენებით), აქციების ფასი მცირდება.
ექსპერტები თვლიან, რომ ზრდა იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად დიდ მოლოდინს ამყარებენ აღნიშნული ორი კომპანიის კოლაბორაციაზე ინვესტორები.
HubSpot (HUBS) ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გამოიყენება და არის AI-ზე მომუშავე სამომხმარებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა დეპარტამენტის გაერთიანებას. მოიცავს ოპერაციებს, გაყიდვებს, კომერციასა და მარკეტინგს.
HubSpot (HUBS)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი