დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დილის ვაჭრობა ერთ კვირაში მეორედ გადაიდო

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დილის ვაჭრობა ერთ კვირაში მეორედ გადაიდო

08-09-2023 09:30:23

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟამ დილის ვაჭრობა არ ჩაატარა ქალაქში მოსალოდნელი ქარიშხლის გაფრთხილების გამო. ქალაქში 1884 წლის შემდეგ რეკორდულად ყველაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

ამის შესახებ TASS იუწყება.

„ფასიანი ქაღალდებისა და წარმოებულების ბაზრებზე დილის ვაჭრობა გაუქმდა ქარიშხლის შესახებ გაფრთხილებისა და ექსტრემალური პირობების გამო“, - ნათქვამია ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ შავი ქარიშხლის გაფრთხილება ადგილობრივი დროით შუადღისას (თბილსის დროით 08:00 საათზე) ან უფრო ადრე გაუქმდება, მაშინ ვაჭრობა დღის მეორე ნახევარში განახლდება. თუ გაფრთხილება კვლავ ძალაში იქნება ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, პარასკევს ყველა ვაჭრობა გაუქმდება.

უამინდობა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის საქმიანობაზე ერთ კვირაში მეორედ მოქმედებს: 1-ელ სექტემბერს ვაჭრობა სუპერ ტაიფუნის „საოლას“ გამო გაუქმდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები