სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ ერთი წელზე მატია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. როგორ აფასებს მაღალ ტურისტულ სეზონზე სასტუმროს საქმიანობას მენეჯმენტი და რა მოლოდინები აქვთ ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia სასტუმროს მმართველი კომპანიის, Hotel Collection International-ის რეგიონულ დირექტორ ქეთი მიქაშავიძეს ესაუბრა.
როგორ მუშაობს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ ექსპრესი“ ზაფხულის მაღალ სეზონზე? როგორია დატვირთულობა და მოლოდინი?
ზაფხული, წელს ჩვენთვის მოლოდინზე უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ მაისის მოვლენებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით გაუქმებები მოიტანა, ამ გაუქმების კომპენსირება მალევე მოხდა სხვა ბაზრებიდან. სამწუხარო ფაქტია, რომ გაუქმებების დიდი წილი ევროპის ბაზრებიდან წამოვიდა. ეს ქვეყნები ჩვენი სასტუმროსთვის და მთლიანად ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედს ვიტოვებთ რომ მალევე მოხდება ამ ბაზრის მოთხოვნის აღდგენა. მიმდინარედ საშუალო დატვირთულობა 80%-ზე მაღალია და ჯავშნები ყოველდღიურად გვემატება. ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს მთლიან ზაფხულზე და შემოდგომის პერიოდზე.
რომელი ქვეყნებიდან გაქვთ ჯავშნები და რა პროცენტია ადგილობრივი მოქალაქეების წილი?
ძირითადი დატვირთულობა დღეს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდის. მსხვილია ჩინეთის წილი, ინდოეთი, გალფის ქვეყნები. ყაზახეთის მოქალაქეები ხშირად გვსტუმრობენ, ასევე სომხეთის. საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ჩვენი სასტუმრო იქცა საყვარელ ადგილად, რაც ჩვენთვის მეტად სასიხარულოა - მათი წილი მაღალი არ არის, 5% არ სცდება, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სტუმრების უმეტესობა ბრენდის ლოიალურობის პროგრამის IHG One Rewards-ის წევრია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან სტუმრობისას ისინი ლოიალურობის ქულებს აგროვებენ, რომლის დახარჯვას შემდეგ Intercontinental Hotel Group-ის 6000-ზე მეტ სასტუმროში მსოფლიოს 100ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში შეძლებენ.
რა სიახლეებს სთავაზობთ სტუმრებს ზაფხულის სეზონზე?
ჩვენი სასტუმროს შიდა ეზო ჩვენი საიდუმლო მარგალიტია. მყუდრო, მშვიდი, სიმწვანეში ჩაფლული - იდეალური ადგილია როგორც ბიზნეს ლანჩისთვის, რომელიც ჩვენთან 12:00-დან 16:00 საათამდეა და მისი ღირებულება 20 ლარს შეადგენს, ასევე სამუშაო დღის ბოლოს ჭიქა ღვინის და ჩვენი ხემსის მენიუს დასაგემოვნებლად სიგრილეში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს სივრცე ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ხდება - უკვე ჩავატარეთ მცირე ფორმატის ქორწილები, დღესასწაულები, მათ შორის საბავშვო და სახალისო აქტივობები. ასევე იდეალური სივრცეა ყავის შესვენებისა და ფურშეტის ტიპის ღონისძიების ჩასატარებლად ზაფხულში.
ინდოეთთან და ჩინეთთან პირდაპირმა ფრენებს და ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლას თუ აქვს გავლენა ვიზიტორების სპექტრზე?
ორივე ქვეყანა გახსნის დღიდან მკვეთრად მზარდი ბაზარია ჩვენთვის, ბოლო პერიოდში ამ ორი ქვეყნებიდან მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია და მომავალ წელზეც გადადის შემოსული ჯავშნების რაოდენობა.
რა არის თქვენი სასტუმროს კონკურენტული უპირატესობა?
Holiday Inn Express Bed &Breakfast ტიპის საერთაშორისო ბრენდია. ბრენდის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი სიძლიერე სწორედ ამ კრიტერიუმებზეა დაყრდნობილი - უზრუნველვყოთ კომფორტული განთავსება, რაც თავის თავად გულისხმობს სისუფთავის უნაკლო დონეს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი ხარისხის ძილის უზრუნველყოფას, გამართულ დიდ შხაპს, მეგობრულ და ყურადღებიან სერვისს და რა თქმა უნდა მივართვათ სტუმარს გემრიელი საუზმე, რომელიც ჩვენთან ნომრის ღირებულებაში ყოველთვის შედის. ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში ტურისტული ლოკაციებიდან ფეხით სავალ მანძილზე და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომ ფასში. თბილისის დღევანდელ ტურისტულ ბაზარზე სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა.
უახლესი
11 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება