დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
HerbiaDelivery.ge -  „ჰერბიამ“ ადგილზე მიტანის სერვისი დაამატა

HerbiaDelivery.ge - „ჰერბიამ“ ადგილზე მიტანის სერვისი დაამატა

19-03-2025 10:00:00

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელმა კომპანია კომპანია „ჰერბიამ“ ადგილზე მიტანის სერვისი დაამატა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, „ჰერბიას“ პროდუქტების მიწოდება შეკვეთიდან მაქსიმუმ 1,5-2 საათი ხდება. კომპანიის დელივერის სერვისი ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის მასშტაბით მუშაობს. 

შეკვეთის გაკეთება კი შესაძლებელია ვებგვერდიდან HerbiaDelivery.ge და კურიერი ნატურალურ პროდუქტებს მომხმარებელს სასურველ ლოკაციაზე მიაწვდის.

„ჰერბიამ“ რამდენიმე დღის უკან მიტანის სერვისი დაამატა და ის ამ ეტაპისთვის თბილისში მუშაობს. სამომავლოდ შესაძლებელია სერვისი გაფართოვდეს და ქუთაისი დაემატოს.  თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისზე ვმუშაობთ და ვაკვირდებით.“, - განმარტავს დავით ჯანელიძე.

მისივე თქმით, ის გათვლები, რაც „ჰერბიას“ მენეჯმენტს ჰქონდა პირველივე კვირაში გამართლა, თუმცა სამომავლოდ შეკვეთების გასამმაგებას და გაოთხმაგებას ელოდება. 

„ჰერბიას“ პროდუქციის მალევე მიწოდებაში ნაწილობრივ გვეხმარება „გლოვო“ და „ვოლტიც“ და პარალელურად გაქვს საკუთარი მიწოდების სერვისი“, ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„ჰერბია“ Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში.

„ჰერბიამ“ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება.

„ჰერბიას“ სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.

„ჰერბია“ მომხმარებელს სთავაზობს სანდო ადგილობრივ პროდუქციას მთელი წლის განმავლობაში. ყველა პროდუქტი, რომელიც „ჰერბიას“ სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები