დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გზათსარგებლობის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 110%-ით მეტი შევიდა

გზათსარგებლობის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 110%-ით მეტი შევიდა

27-03-2023 12:30:36

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში (შუა დერეფანი) სატვირთო ავტომობილების გატარების და შესაბამისად მიღებული შემოსავლის მაჩვენებლები მზარდია.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ტრაილერების გატარებიდან 24 011 352 ლარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 თვეში ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი 68 604 სატვირთო ავტომანქანას მოემსახურა.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ბიუჯეტში ტრაილერების გატარებიდან 11 447 085 ლარი შევიდა, შესაბამისად ზრდა 110%-ია. 

რაც შეეხება 2022 წლის სტატისტიკას, ბიუჯეტში ​გზათსარგებლობის საფასურით მიღებულმა შემოსავალმა 128 055347.85 ლარი შეადგინა, 2021 წელს კი 66 414 188 ლარი. 2020 წლის სტატისტიკით საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 63 064 332.19 ლარი იყო

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებისთვის (ტრაილერებისთვის) გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. 

ბიუჯეტში შემოსავლების მატება ორმა ფაქტორმა - შუა დერეფანში სატვირთო ავტომობილების ნაკადისა და  გზათსარგებლობის საფასურის ზრდამ გამოიწვია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები