გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა 2013 წელამდე წარმოებული ავტომანქანების იმპორტისთვის საშეღავათო პერიოდს დაუშვებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა განუცხადა.
თუმცა ავტოიმპორტიორი არც იმას გამორიცხავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს.
„ჩვენი მოთხოვნაა 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის შემოღება 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტისთვის, რადგან ავტოიმპორტიორები ქვეყანაში ამ ხანდაზმულობის ავტომობილების შემოყვანას ვერ ასწრებენ. თუმცა კარგად ვიცით, რომ მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დაველოდებით პასუხს“, - ამბობს ლაშა დარბაისელი.
მისი თქმით, 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა 3 თვით მაინც არ გადავადდა, ამას უარყოფითი გავლენა ექნება როგორც ავტოიმპორტზე, ისე რიგით მოქალაქეებზე, ვინც ამ ხანდაზმულობის ავტომობილი შეიძინა და ქვეყანაში შემოყვანას დათქმულ ვადებში ვერ ასწრებს.
„ვფიქრობ, ასე ხისტად ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება“, - ამბობს ლაშა დარბაისელი.
რაც შეეხება გავლენას სექტორზე, ავტოიმპორტიორის პროგნოზით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების ფასები დაახლოებით 30-40%-ით მოიმატებს. რაც შეეხება რეალიზაციას, სამომავლოდ მოსალოდნელია დიდი ჩავარდნა, რადგან მოქალაქეების უმეტესობას ხელმისაწვდომობა შეეზღუდება.
„ფასი მკვეთრად გაიზრდება დაახლოებით 30%-მდე, ცხადია, ეს შეეხება იმ ავტომობილების კატეგორიას, რომლის იმპორტსაც ვერ მოახდენენ. ეს არის ბაზარზე უკვე არსებული მანქანები და ასევე ის ნაწილი, რომელიც 2024 წლამდე შემოვა. პირობითად, თუკი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი ვთქვათ, TOYOTA PRIUS-ი, HONDA FIT-ი, NISSAN TIIDA და სხვა, მომხმარებლისთვის შედარებით ხელმისაწვდომია, 2024 წლიდან წვდომა შეეზღუდებათ. დღესდღეობით ამ ავტომობილების ფასი საშუალო 5 000 დოლარის ფარგლებშია, რეგულაციის დაწესების შემდეგ სავარაუდოდ, დაახლოებით 7 000-7 500 დოლარამდე გაძვირდება.
ვფიქრობ, რომ არ ვართ მზად ასეთი სიახლისთვის ხალხის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები მანქანებს ვერ იყიდიან, მეორადი ავტონაწილები და მასთან დაკავშირებული სერვისების ფასები გაიზრდება, რაც საბოლოოდ ყველას დააზარალებს", - ამბობს ლაშა დარბაისელი Business Insider Georgia- თან.
რაც შეეხება ავტოიმპორტის სექტორს, დარბაისელის თქმით, ეს დარგი რეექსპორტის ხარჯზე განაგრძობს არსებობას.
უახლესი
5 საათის წინ
ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა5 საათის წინ
2025 წელს „მტევინო“ კოტეჯების მშენებლობას გეგმავს