დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინები მიმდინარე ზამთრის სეზონთან მიმართებაში - მარიამ ქვრივიშვილი

გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინები მიმდინარე ზამთრის სეზონთან მიმართებაში - მარიამ ქვრივიშვილი

20-12-2023 16:41:00

“გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინები მიმდინარე ზამთრის სეზონთან მიმართებაში“, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა  გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სეზონის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. ქვრივიშვილმა თქვა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ მეტი უცხოელი ტურისტი მოიზიდოს. 

„ეს მოლოდინები განპირობებულია წარმატებული ტურისტული სეზონით, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკვე ჰქონდა. საქართველოს აქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერების და კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, რაც დამყარებულია ორ ძირითად ფუნდამენტზე.

პირველი, რაც გულისხმობს სამთო-სათხილამურო და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 800 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. გვაქვს 28 ახალი საბაგირო კომპლექსი და 40 კმ-ზე მეტი ხელოვნური გათოვლიანების ტრასა. რაც რა თქმა უნდა დამატებით სტიმულს აძლევს კურორტების განვითარებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან ვხედავთ სამთო სათხილამურო კურორტებზე მზარდია ინვესტიციები კერძო სექტორის მხრიდან, განსაკუთრებით განთავსების ობიექტებზე და სასიხარულოა, რომ დღეს გუდაურში 2 200-ზე მეტი განთავსების ობიექტია. ჩვენ ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოფთ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას ჩვენს სამთო სათხილამურო კურორტებზე.

მეორეს მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კურორტების პოპულარიზაციას საერთაშორისო არეალზე, უკვე გაქვს აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. მათ შორის როგორიცაა ევროპის ქვეყნები, ისევე როგორც ყურის ქვეყნები. პარალელურად ვმუშაობთ იმაზე, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენები, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ჩამოსვლა“. - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები