საახალწლოდ ,,ჩირიფრუტი" მომხმარებელს ჩირის, ტყლაპის, შოკოლადიანი ჩირებისა და ჩურჩხელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია მუშაობს როგორც კერძო, ისე საცალო და კორპორატიულ შეკვეთებზე. კომპანიის დამფუძნებელი სოფიო ჯიქია Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ შეკვეთები გააქტიურდა, განსაკუთრებით საშუალოფასიან ბოქსებზე, რომელიც გაყიდვებში მოწინავე პოზიციაზეა.
შეფუთული საახალწლო ნუგბარის ფასებს, დაახლოებით 12 ლარიდან იწყება და 700 ლარამდე მერყეობს.
,,ჩვენს ნუგბარზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნაა. მომხმარებელი დღესასწაულებისთვის თადარიგს ადრევე იჩენს და გვიკვეთავს პროდუქციას, რომელიც საახალწლო სუფრის მთავარი ატრიბუტია - ჩირი და ჩურჩხელა. გვაქვს სხვადასხვა ზომის და შემადგენლობის შეფუთვა, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომლის ფასი 12 ლარიდან იწყება და 700 ლარს აღწევს.
ძვირიანი ნუგბარი ხისა და მუყაოს შეფუთვებშია, სადაც მოთავსებულია ჩურჩხელა, ჩირის ყველა სახეობა და სხვა პროდუქტები, მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი ასორტია. ჯერჯერობით 700 ლარიანი ბოქსი არავის შეუკვეთავს. შეკვეთებში შეზღუდვა არ გვაქვს. 500 -ლარიანი ბოქსი გავყიდეთ და ველოდებით, რომ მომხმარებელი უფრო გააქტიურდება. ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, წლიდან წლამდე მატულობს და ეს ტრენდი წელსაც შენარჩუნდა”, - ამბობს ,,ჩირიფრუტის” დამფუძნებელი.
„ჩირიფრუტი“ - ტყლაპისა და ჩირის ოჯახური ბიზნესი ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური საქმიანობით დღესდღეობით ბევრი მეწარმეა დაკავებული, სოფიო ჯიქია თვლის, რომ ნებისმიერი კონკურენტის გამოჩენა აძლიერებთ და წინ მიიწევენ.
კომპანია ჯამურად ჩირის, ჩურჩხელებისა და კანფეტების 80-მდე სახეობას აწარმოებს.
უახლესი
20 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება