ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს - “შემოდგომის ლეგენდა” ბრუნდება და გალფი იქნება ამ არაჩვეულებრივი კონკურსის წარმდგენი და მთავარი მხარდამჭერი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Gulf-ის ვიცეპრეზიდენტი ნინჩო ჯიბლაძე წერს.
მისი განმარტებით, “შემოდგომის ლეგენდა” ერთადერთი სტუდენტურ ლიტერატურული კონკურსია საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა ყველა სტუდენტს შეუძლია და მისი მიზანი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა
„400 სტუდენტზე მეტი დაწერს და აქედან საუკეთესოები გამოვლინდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთობლივი პროექტის „შემოდგომის ლეგენდა 2023“ -ის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი“, - წერს ჯიბლაძე.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება