დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გორში სასტუმროს შექმნის იდეამ გაამართლა - „ინნ ჯგუფი“

გორში სასტუმროს შექმნის იდეამ გაამართლა - „ინნ ჯგუფი“

28-11-2023 16:00:15

,,გორი ინნ“ ოფიციალურად მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა და თავისი საქმიანობით დაადასტურა, თუ რამდენად წარმატებულია მისი საქმიანობა ლოკაციაზე, სადაც ტურისტული პოტენციალი მცირედ მიიჩნევა.

დღევანდელი გადასახედიდან ,,ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ მიზანმა გაამართლა და ,,გორი ინნ“ გახდა სასტუმრო, რომელმაც ასევე იტვირთა გორის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

„გორში სასტუმროს შექმნის იდეა გამართლდა. უკვე წლის ბოლოა, ახლები ვართ, ამიტომ ციფრებში სიტუაციას ვერ შევაფასებს და ვერ გავაკეთებ შედარებას, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანმა გაამართლა. ნამდვილად წარმატებული სტარტი ავიღთ. ამ სასტუმროს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და ფიქრობდა, რომ გორი, როგორც დასასვენებელი ლოკაცია, არ გაამართლებდა.

ჩვენ საპირისპირო დავადასტურეთ. თუკი სწორად მივაწვდით სერვისებს,  ყოველთვით იქნება მოთხოვნა, გორს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ,,გორი ინნ“-ის საქმიანობით ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

მისი თქმით, დამსვენებლების უმეტესობა ადგილობრივია, თუმცა ბოლო დროს უცხოელებიც გამოჩნდნენ.

„გვახარებს ფაქტი, რომ შიდა ტურისტების რაოდენობა წამყვანია. ჩვენი სასტუმრო ერთ-ერთი მოთხოვნადი და საინტერესო ადგილია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დასვენება იზიდავთ. ძირითადი მომხმარებლებია ადგილობრივი მოსახლეობაა, მაგრამ ბოლო დროს უცხოელებიც გამოჩნდნენ, განსაკუთრებით ჩინელები, რასაც ჩინეთთან ხელშეკრულების გაფორმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ამასთან, აქტიურად ვიღებთ შეკვეთებს და მზად ვართ, ტურისტებს ვუმასპინძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ამისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

ცნობისთვის, „ინნ ჯგუფი“ 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს. ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა“ და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს“. ამ ეტაპზე ,,გორი ინნ“ 140-მდე ადამიანს ასაქმებს, რომელტა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები