ხელსაწყოების მაღალტექნოლოგიურმა ბრენდმა Jadever-მა ოფიციალურ პარტნიორად ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია აირჩია. ბრენდი გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანითა და მაღალი ხარისხით.
JADEVER-ის ბრენდი იდეალურად ერგება ბაზრის მოთხოვნებს და აწარმოებს შემდეგი კატეგორიის პროდუქციას: უსადენო იარაღები, ელექტრო ხელსაწყოები და სხვადასხვა აქსესუარი, რომელიც მთლიანად მორგებულია მომხმარებელზე, როგორც ფასით ასევე ხელსაწყოების გამოყენების სიმარტივით.
18-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ბრენდი ცდილობდა შეემუშავებინა და მოეპოვებინა ყველა ის ბენეფიტი, რაც მას უფრო მოთხოვნადსა და კონკურენტულს გახდიდა.
ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც სანდოობითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო და სარემონტო მასალების ბიზნესს ახორციელებს.
უახლესი