დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA- სა და „ტერა ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GITA- სა და „ტერა ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22-09-2023 11:40:21

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა დატერა ბანკსშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში მხარეებიტერა ბანკისახალი პროდუქტის SaaSargeblo.ge-ის ირგვლივ გაერთიანდნენ. ბანკი აღნიშნულ პლატფორმაზე განათავსებს SaaS სტარტაპების პროდუქტებს და დაეხმარება საკუთარ კლიენტებს სერვისების გაციფრულებაში, ინოვაციური სტარტაპების პროდუქტების ინტერგრაციის მეშვეობით. GITA, მემორანდუმის პირობების თანახმად,  ბანკს წარუდგენს თავის ბენეფიციარ სტარტაპებს, რომლებიც თემატურად შეესაბამება პროექტ.

გარდა ამისა პროექტის მიზნის მისაღწევად, მხარეების განახორციელებენ და ჩაატარებენ საინფორმაციო  და B2B შეხვედრებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მონაწილეობით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპებისთვის პლატფორმა დამატებითი გაყიდვების წყაროს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი კერძო სექტორის ინოვაციების ეკოსისტემაში ინტეგრაციას გულისხმობს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები