დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA-ს ვენჩერულმა საინვესტიციო ფონდმა 34 სტარტაპში 3.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

GITA-ს ვენჩერულმა საინვესტიციო ფონდმა 34 სტარტაპში 3.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

04-06-2024 10:00:00

2023 წელს 500 Georgia, L.P. ვენჩერულმა საინვესტიციო ფონდმა 34 სტარტაპში 3.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: HRTech – 18% (6 კომპანია); Fintech – 15% (5 კომპანია); AdTech / MarTech – 15% (5 კომპანია); Edtech – 15% (5 კომპანია); სხვა ინდუსტრიები - 37% (13 კომპანია).

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia L.P.-ის კაპიტალში მონაწილეობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 5,000,000.00 აშშ დოლარით, რაც მოიცავს აგრეთვე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს.

თავად ფონდის ჯამურ სამიზნე ზომას წარმოადგენს 20,000,000.00 აშშ დოლარი.

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა არ აღემატება ფონდის ჯამური კაპიტალის 25%-ს წილს/ერთეულებს. საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდი მისი დახურვის მომენტამდე სააგენტოს მოსთხოვს მხოლოდ იმ რაოდენობით გადარიცხვების განხორციელებას, რაც არ აღემატება ნებისმიერ დროის მონაკვეთში ფონდის გამოშვებული წილის/ერთეულების 25%-ს. 

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №2420 განკარგულების შესაბამისად, 2022 წლის 27 დეკემბრიდან მონაწილეობს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში.

500 Georgia L.P. წარმოადგენს ვენჩერულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია დელავერის შტატში კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) ფორმით. აღნიშნული კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარს (General Partner) წარმოადგენს ასევე დელავერში დაფუძნებული 500 Georgia, L.L.C. (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), ხოლო სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოადგენს კომანდიტური საზოგადოების კომანდიტს (Limited Partner) - ფონდის ინვესტორს. 500 Georgia L.P. არის დახურული საინვესტიციო ფონდი, რაც ნიშანვს იმას, რომ მას გააჩნია საქმიანობის კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული ვადა, რის გასვლის შემდგომაც ფონდი თვითლიკვიდირდება და ინვესტორებს უბრუნებს შესაბამის ამონაგებს.

ფონდის ვადა შეადგენს 10 წელს. საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას წარმოადგენს დელავერში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია 500 Startups Management Company, L.L.C. ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პასუხისგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მონაწილეობის თანხით, მაშინ როდესაც კომპლემენტარის პასუხისგებლობა შეუზღუდავი და პერსონალურია (რაც დამახასიათებელია ამგვარი ფონდების სტრუქტურისათვის და ზოგადად კომანდიტური საზოგადოების (Limited Partnership) სამართლებრივი ფორმისათვის). 500 Georgia, L.P. თავის მხრივ 500 Global-ის ნაწილია, რომელიც მსოფლიოში თავისი აქტივობითა და ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვენჩერული ფონდია. იგი წარმოდგენილია 81 ქვეყანაში, მართვის ოფისებით სილიკონ ველიში, ხოლო მისი ფონდების ჯამური ზომა 2.7 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს.

500 Georgia L.P. ვენჩერული საინვესტიციო ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს 500 Startup აქსელერაციის პროგრამაში (რომელიც ხორციელდება სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით) მონაწილე კომპანიებისათვის საწყისი კაპიტალის მიწოდება. დაფინანსების შედეგად, 500 Georgia L.P. გახდება დაფინანსებული კომპანიების წილობრივი მონაწილე. დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა კომპანიები შეესაბამებოდნენ კონკრეტულ საინვესტიციო კრიტერიუმებს. აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროს უნდა წარმოადგენდეს საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაციები ან ინტერნეტ ტექნოლოგიები. ვენჩერული საინვესტიციო ფონდი კომპანიებში მონაწილეობითა და აქსელერაციის პროგრამის მხარდაჭერით, ინვესტირებულ კომპანიებს გაუწევს მხარდაჭერას და სხვადასხვა მომსახურებას, რაც მიმართული იქნება ამ კომპანიების მასშტაბირებასა და ზრდაზე.


მსგავსი სიახლეები