დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA - მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა

GITA - მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა

14-02-2024 12:44:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებენ სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები. პირველ ეტაპზე შეირჩევა 150 სტარტაპი, რომელიც გაივლის გადამზადებას  ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომ საფეხურზე 150 სტარტაპი გრანტების პორტალის მეშვეობით წარმოადგენს ბიზნეს გეგმებს, რომლებსაც შეაფასებენ  საერთაშორისო ექსპერტები.  ბიზნეს გეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე  გამოვლინდება 50 ფინალისტი.

თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული  სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.

  თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215         სტარტაპი დაფინანსდა.

   დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებ-პორტალზე  www.grants.gov.ge.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები