ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ვახტანგიშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობას მანამდე ლევან გომშიაშვილი იკავებდა, რომელიც ამ მიმართულებას მენეჯმენტს გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციიდან გაუწევს. შესაბამისად, გიორგი საქმიანობას მისი კურატორობის ქვეშ გააგრძელებს.
გიორგი საქართველოს ბანკს 2020 წელს შემოუერთდა. თავდაპირველად ის იკავებდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დირექტორის მოადგილის პოზიციას, ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას. გიორგის 12 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სხვადასხვა მიმართულებით ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკის ციფრული არხების განვითარებაში ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაზეც მეტყველებს საერთაშრისო გავლენიანი გამოცემების, მათ შორის Global Finance- ის არაერთი ჯილდო. ბანკი 2024 წელს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. მათ შორის, საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა მსოფლიოში.
გიორგის დამთავრებული მაქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს. მას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
უახლესი