მეღვინე და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, რეზი ცეცხლაძე მსოფლიოში ყველაზე დიდ ღვინის კონკურსზე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს. ღონისძიება აგვისტოში ბერლინში გაიმართება.
რეზი ქართველი ყველაზე ახალგაზრდა ღვინის საერთაშორისო მსაჯია, რომელმაც უკვე რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ღვინის კონკურსზე იმსაჯა.
კონკურსი, რომელიც OIV-ის (Internationa Organisation Vine and Wine) მიერაა ორგანიზებული და მხარდაჭერილი, ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო ღვინის მწარმოებლები და დისტრიბუტორები იღებენ.
IWSC (International Wine and Spirits Competition)-ისა და IQWC (International Qvevri Wine Competition)-ის შემდეგ რეზისთვის BWT ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო კონკურსი იქნება, რომელზეც მსაჯის რანგში წარდგება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა