IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსს ჩაატარებს. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.
წელს კონკურსს განსაკუთრებით შთამბეჭდავი საერთაშორისო ჟიური ეყოლება. ერთ-ერთი მათგანია დიდ ბრიტანეთში ღვინის ინდუსტრიაში აღიარებული ექსპერტი და კონსულტანტი, ლონდონში პრესტიჟული ღვინის ბარების - Diogenes The Dog-ისა და Aspen & Meursault-ის მფლობელი სანი ჰოჯი.
სანი თავის სფეროში განსხვავებული მიდგომებითა და მენეჯმენტით არის ცნობილი. როგორც ბრიტანული ღვინის გამოცემა Club Oenologique წერს, ერთი მხრივ, ჰოჯი ცდილობს ღვინოზე საუბრის ენა ბევრად თავისუფალი და მარტივი გახადოს და ადამიანებს საშუალება მისცეს, გამოთქვან საკუთარი აზრები და ემოციები. მეორე მხრივ კი, ის ღვინის პროფესიონალებს მოუწოდებს ნაკლებად ტექნიკური და უფრო მარტივი ენით ისაუბრონ.
კონკურსის დაწყებამდე ერთი თვეა დარჩენილი, მანამდე კი სანის ლონდონში დავუკავშირდით და მისი მოლოდინების და გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.
ყველას გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ღვინო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა მდგომარეობაა ქართული ღვინის ინდუსტრიაში დღეს. ჩემი აზრით, IWSC-ის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც უკვე მესამედ ტარდება ქვეყანაში, კიდევ ერთხელ წარუდგენს მსოფლიოს ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებას, ხარისხსა და უნიკალურობას.
მე განსაკუთრებით მაინტერესებს, სად იკვეთება ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდსა და ამ ღვინის მომავალ განვითარებას შორის ზღვარი. მსურს ვნახო, როგორ პასუხობს ბუნებრივი ღვინის წარმოება თანამედროვე მოთხოვნებს. ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მწარმოებლების მოსაზრებების მოსმენა და ამ თემაზე საუბარი
უჟანგავი ფოლადის, ბეტონისა და ბეტონის კასრების გამოყენება წარმოადგენს ნაბიჯს უფრო სუფთა და ზუსტი ღვინის წარმოებისკენ. საინტერესო მაგალითია მეღვინეობა "ფაფრის ველი", რომელიც იყენებს გრავიტაციულ მეთოდს - მათ სამდონიანი ტერასული სისტემა აქვთ, სადაც ყურძენი და ღვინო ბუნებრივად გადაედინება ერთი ქვევრიდან მეორეში. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც შერევის, ისე დაწმენდის პროცესს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ახალ მეღვინეობებს შეუძლიათ წარმატებით დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც გლობალური ბაზრისთვის უფრო სტაბილური ხარისხის ღვინოების წარმოების საშუალებას მისცემთ.
შეგახსენებთ, რომ IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC-ი საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
"IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia"-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG
უახლესი
19 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება