ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. პირდაპირი რეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.
ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.
ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს.
ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.
უახლესი