დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაზრდილი CashBack - ის აქცია სოციალურ საწარმოში "ბაბალე"

გაზრდილი CashBack - ის აქცია სოციალურ საწარმოში "ბაბალე"

20-03-2024 14:52:00

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack და სოციალური საწარმო "ბაბალე" ტრადიციას არ არღვევენ და ამ დღეს, ლიბერთის მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექს სთავაზობენ.

გამოფენა-გაყიდვა „ბაბალეს“ სოციალურ საწარმოში გაიმართება. “ბაბალეს” ყველა თანამშრომელი დაუნის სინდრომის მქონე პირია და ყველა პროდუქტი სწორედ მათი შემოქმედებაა, შესაბამისად, აქციის ყოველი მონაწილე და მომხმარებელი, ქეშბექის მიღებასთან ერთად, მათ პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებაში შეიტანს წვლილს.

ამისათვის მომხმარებლებმა უნდა:

  1. გაიაქტიურონ ბაბალეს შეთავაზება CashBack - ის აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3ILNGzg
  2. გადაიხადონ ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე და დახარჯული თანხის 50% მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე.

ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტია 200 ლარი.

თუ ჯერ არ გაქვთ ლიბერთის ბარათი და გინდათ ყველაზე მაღალი ქეშბექის მიღება, გახსენით ანგარიში მარტივად ბმულზე: https://bit.ly/3wF6LjG

* წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | https://apple.co/3IXIyc7  Android | https://bit.ly/3rxPiay

 ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.

ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები