დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მაღალ აქტივობას ველოდებით - Crowne Plaza Borjomi

გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მაღალ აქტივობას ველოდებით - Crowne Plaza Borjomi

17-01-2024 23:47:00

ბორჯომში მდებარე სასტუმრო Crowne Plaza Borjomi 2024 წლის მაღალ ტურისტულ სეზონზე გაცილებით მეტ სტუმარს ელოდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან  Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ავთო წურწუმიამ განაცხადა, მაღალი სეზონისთვის ჯავშნების მიღება უკვე მიმდინარეობს. 

„მაღალი სეზონი ჩვენთან იწყება ივნისიდან და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. წინასწარი ჯავშნები უკვე გაქვს ტურისტული ჯგუფების სერიები. ჯავშნები აქტიურად გაქვს გერმანიიდან, აშშ-დან, შუა აზიიდან (ყაზახეთი, უზბეკეთი).

აქტიურად ვმუშაობთ გალფის ქვეყნებზე და ამ ქვეყნებიდან ძირითადად Last Minute ჯავშნები შემოდის, რადგანაც ისინი რამდენიმე კვირით, ან თვით ადრე აკეთებენ შეკვეთებს“, - აღნიშნა ავთო წურწუმიამ.

Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმრო ყოველწლიურად სტუმრების 7-8%-იან ზრდას აჩვენებს. 

„რეგიონებისთვის წყლის დასაწყისი საკმაოდ აქტუალური პერიოდია. შესაბამისად დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისში სტუმრების ძალიან დიდი ნაკადი, დაახლოებით 70%-ი იყო ადგილობრივი სტუმრები

სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით. უკვე ვიცით, რომ საკმაოდ აქტიური და დატვირთული სეზონი გვექნება“, - აღნიშნავს სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება 2023 წელს, Crowne Plaza Borjomi-სთვის ნაყოფიერი იყო. 

„Crowne Plaza საქართველოში უკვე 9 წელია ოპერირებს და შესაბამისად ქვეყანაში საკმაოდ ცნობადი ბრენდია და Crowne Plaza Borjomi-ც ცნობადი სასტუმროა, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. Crowne Plaza Borjomi-სთვის 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, ბევრს საინტერესო, საქმიან ჯგუფებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც ჩვენთან სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრები გამართეს. მოგეხსენებათ სასტუმროს Crowne Plaza Borjomi გააჩნია ბევრი საკონფერენციო დარბაზი, რესტორნები და შესაბამისად ამ მხრივ ჩვენთვის მსგავსი ჯგუფების მასპინძლობა ძალიან მოქნილია. 

სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-სთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე გამაჯანსაღებელი და სპა მიმართულება, რომელიც რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო. Crowne Plaza Borjomi-ს გააჩნია ძალიან ბევრი სარელაქსაციო კაბინეტები და აქვს სპა-ს ძალიან დიდი რესურსი. აქედან გამომდინარე, უცხოელი სტუმრებისთვის Crowne Plaza Borjomi-ში სტუმრობა მნიშვნელოვანია, როგორც სპა-გაჯანსაღების მიმართულებით ასევე დასვენებისთვის.

2023 წელს სტუმრების დიდი ნაკადი გვყავდა ყაზახეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და ასევე ევროპიდან, რომელთა მასპინძლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ევროპიდან სტუმრები ძირითადად გვყავდა შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან. გვყავდა ასევე სტუმრები აშშ-დან“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ავთო წურწუმიამ.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Crowne Plaza Borjomi წარდგენილია პრესტიჟულ World Travel Awards-ზე, სადაც სასტუმროს ორ ნომინაციაში მოუწევს კონკურენტებთან შებრძოლება. როგორც სასტუმროს facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა,  Crowne Plaza Borjomi წარდგენილია ორ ნომინაციაში: Europe's Leading Hotel & SPA 2024 და Georgia's Leading Resort 2024.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები