დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯები საქართველოში, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია - გალტ & თაგარტი

განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯები საქართველოში, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია - გალტ & თაგარტი

14-07-2023 09:30:15

2022 წელს სახელმწიფო დანახარჯებმა განათლებაზე 2.3 მლრდ ლარი შეადგინა (+7.4% წ/წ). 

სახელმწიფო დანახარჯები 2022 წელს, განათლების სისტემაზე ასე გადანაწილდა: 

  • ზოგადი განათლება (44.9%)
  • სკოლამდელი განათლება (17.7%),
  • უმაღლესი განათლება (6.3%) 
  • პროფესიული განათლება (6.3%).
  • დარჩენილი 27.8% გამოყოფილია სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.

„ზრდადი სახელმწიფო დანახარჯების შედეგად, განათლებაზე დანახარჯების ფარდობა მშპ-სთან 3.7% შეადგინა 2022 წელს. ამ მაჩვენებლის კლება 2021- 22 წლებში, იხსნება მშპ-ს სწრაფი ზრდით, რომელიც აჭარბებდა სახელმწიფოს განათლებაზე დანახარჯები ზრდის ტემპს. 

მიუხედავად დადებითი დინამიკისა, განათლებაზე დანახარჯები კვლავ დაბალია ევროკავშირთან შედარებით, სადაც ეს მაჩვენებელი მშპ-ის 5.1%-ს შეადგენს“, - ნათქვამია - გალტ & თაგარტის კვლევაში .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები