განახლებადი ენერგიების წყაროების ინსტალაციასთან დაკავშირებით ტენდენცია მზარდია, აღნიშნა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი განმარტებით, ბოლო წლებში ქვეყანაში უფრო მეტი მზის პანელების მონტაჟი ხორციელდება და შესაბამისად მათგან გამომუშავებული ენერგიაც იზრდება.
„ტენდენცია მზარდია განახლებადი ენერგიების წყაროების ინსტალაციასთან დაკავშირებით. სემეკმა ჯერ კიდევ 2016 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული მიმართულების რეგულირება. 100-დან 500 კვტ-მდე გავზარდეთ მზის პანელები. სახლის სახურავზე იქნება თუ ეზოში იქნება თუ საწარმოების საკუთრებაში იქნება, სეკემაც დავამონტაჟეთ სახურავზე და ჩვენივე მოხმარების ნაწილი სწორედ მწვანე ენერგიით ივსება. აქედან გამომდინარე ამ ჩვენმა ხელშეწყობის კომპონენტებმა გამოიწვია ის, რომ დღეს 100 მგვტ-ზე მეტია მხოლოდ სახლის სახურავებში და ეზოებში დამონტაჟებული სახით შექმნილი და მათგან ძირითადი ნაწილი, ნახევარზე მეტი ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიქმნა. ყოველწლიურად საკმაოდ მზარდი ტენდენციაა. წელს ვარაუდობთ, რომ 40 მგვტ-ზე მეტი იქნება ასეთი დადგმული სიმძლავრის მზის პანელები ქვეყანაში. რამაც, რა თქმა უნდა ადგილობრივად, კონკრეტული მომხმარებლების, ან ქვესადგურების ტერიტორიაზე დამატებითი წყაროები გააჩინა. გამანაწილებენ კომპანიებს არ სჭირდებათ, რომ სხვა ადგილიდან წამოიღონ ენერგია. ასევე მთავრობამ შეიმუშავა უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც 2 წლის წინ დამტკიცდა, ეს არის განახლებადი ენერგიების მიღების შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი, ფასთა შორის სხვაობის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც 2 მნიშვნელოვანი აუქციონი ჩატარდა. ჯამში 1000-მგვტ-ზე მეტია აუქციონის შედეგად უზრუნველყოფილი სიმძლავრეები, რომელთა ნაწილიც პროექტირების ფაზაშია და ნაწილის მშენებლობაც დაწყებულია, ხოლო ნაწილის მშენებლობა მომავალში დაიწყება. მეორე აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სხვებსაც ვინც არის დაინტერესებული და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას ეკონომიკის სამინისტროში გაუფორმოს მთავრობის მეშვეობით მემორანდუმი და ხელი შეუწყოს ამ მწვანე ენერგიის მშენებლობას. აქედან გამომდინარე ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ბევრ ადგილზე ვნახავთ მზის პანელებს, კიდევ უფრო მეტ ადგილზე ვნახავთ ქარის სადგურებს. კიდევ უფრო მეტ ადგილზე ვნახავთ მცირე და საშუალო ე.წ. უწყინარ ჰესებს, რომელიც გამოიმუშავებენ ენერგიას და მიაწვდიან სისტემას და მომხმარებლებს და გაჩნდება დამატებითი საექსპორტო ენერგია“, - აღნიშნა ნარმანიამ.
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა