დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გალტ & თაგარტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებს

გალტ & თაგარტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებს

10-07-2023 11:53:40

დისინფლაციის მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს 2 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის 3-7 ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მნიშვნელოვნად, 0.6%-მდე შენელდა, წინა თვის 1.5%-იანი დონიდან. აღნიშნული შემცირება ძირითადად შერეული (-6.8% წ/წ) და იმპორტირებული საქონლის (-5.9% წ/წ) ინფლაციის კლებამ განაპირობა. ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას (+8.5% წ/წ ივნისში, ხოლო +9.1% წ/წ მაისში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მცირედით გაიზარდა მაისში და 4.0% შეადგინა (+0.1პპ თ/თ).

2023 წლის ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

  • ტრანსპორტი (-11.6% თ/თ, -1.45პპ),
  • ჯანდაცვა (-6.9% თ/თ, -0.67პპ),
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+7.4%, 0.50პპ),
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+4.5%, 0.46პპ),
  • სასტუმროები და რესტორნები (+10.2%, 0.37პპ) და განათლება (+6.8%, +0.31პპ).

ამასთან, 2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.7%-იან დეფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების შემცირებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (-3.2%, -1.08პპ) კატეგორიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები