დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაეროს პროგნოზით, 2023 წელს ინდოეთი ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით გადააჭარბებს

გაეროს პროგნოზით, 2023 წელს ინდოეთი ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით გადააჭარბებს

19-04-2023 19:30:06

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით (დაახლოებით 2,9 მილიონი ადამიანით) ჩინეთს გაუსწრებს. 

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის მოსახლეობა 2023 წელს 1,425,7 მილიონი, ხოლო ინდოეთის მოსახლეობა 1,428,6 მილიონი იქნება.

ამრიგად, ჩინეთი დაკარგავს მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ტიტულს, რომელიც მას მინიმუმ 1950 წლიდან ეკავა, როდესაც გაერომ ამ სტატისტიკის შეგროვება დაიწყო.

ამასთან, ანგარიშში ჩინეთის მოსახლეობის შესახებ მონაცემები არ მოიცავს ჰონგ კონგისა და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონების, ასევე კუნძულ ტაივანის მოსახლეობას.

თავის მხრივ, Associated Press, დემოგრაფებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ზუსტი თარიღის პროგნოზირება, როდესაც ინდოეთი გახდება ყველაზე დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში.

ამასთან, დასავლური მედია იხსენებს, რომ UNFPA-ს ანგარიშში მოცემული მონაცემების მიხედვით პროგნოზი მიახლოებითია, ვინაიდან ინდოეთში მოსახლეობის აღწერა 2011 წლიდან არ ჩატარებულა.

გაეროს მონაცემებით, 2022 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.

აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი შეფასებით, ინდოეთმა ალბათ უკვე გადაუსწრო ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით.

ამრიგად, დამოუკიდებელი ორგანიზაციის World Population Review (WPR) მონაცემებით, ინდოეთის მოსახლეობა 2022 წლის ბოლოს შეადგენდა 1,417 მილიარდ ადამიანს. კიდევ ერთი ანალიტიკური პლატფორმა - Macrotrends -ი წერს, რომ ინდოეთის მოსახლეობა 1,428 მილიარდს შეადგენს.

ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიუროს სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩინეთში მოსახლეობა 2022 წელს 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად 1,412 მილიარდ ადამიანამდე - 850 ათასით შემცირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები