ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, იენსენ ჰუანგი $125.4 მილიარდის ქონებით, მსოფლიოს მეათე უმდიდრესი ადამიანია. ამის შესახებ Forbes წერს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში იენსენ ჰუანგის ქონება $3.6 მილიარდით გაიზარდა და $124.1 მილიარდს მიაღწია.
Nvidia-ს CEO-მ რეიტინგში გადაასწრო Microsoft-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, სტივ ბალმერს. ბალმერი ამჟამად $122.9 მილიარდით Forbes-ის რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა.
ჰუანგის ქონების ზრდა Nvidia-ს აქციების ღირებულების 4.1%-ით მატებას მოჰყვა. შედეგად, ჩიპების ამერიკული მწარმოებლის აქციების ღირებულებამ ყველა დროის ახალ მაქსიმუმს, $144-ს მიაღწია.
იგიევ თემაზე:
უახლესი