დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
flydubai საკუთარ ფლოტს 30 ერთეულ Boeing 787-9-ს დაამატებს

flydubai საკუთარ ფლოტს 30 ერთეულ Boeing 787-9-ს დაამატებს

22-11-2023 17:11:57

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულმა ავიაკომპანია flydubai-მა ფართო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავები პირველად შეუკვეთა. ავიაკომპანიამ  Boeing-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 30 ერთეული Boeing 787-9 ფართო ფუჟელაჟის მქონე გრძელმაგისტრალური თვითმფრინავების მიწოდებაზე.

გარიგება საყურადღებო იმით, რომ flydubai ადრე მხოლოდ Boeing 737-ის ტიპის ვიწრო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავებს იყენებდა.

„Boeing 787-9 იდეალურად შეეფერება flydubai-ის საჭიროებებს, რადგან ის ცდილობს გახსნას გრძელვადიანი მარშრუტები და გაზარდოს შესაძლებლობები მის არსებულ ქსელში“, – თქვა Boeing Commercial Airplanes-ის პრეზიდენტმა სტენ დილმა.

ამჟამად flydubai-ის ფლოტში ყველაზე დიდი თვითმფრინავი არის Boeing 737 MAX 9, მას 6110 კმ-მდე მანძილზე 172 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

Boeing 787-9-ის ტევადობა, მწარმოებლის თქმით, 296 ადგილია, ხოლო დიაპაზონი 14010 კმ. ამრიგად, ახალი ფართო ტანის Boeing-ის დახმარებით flydubai შეძლებს ტრანსკონტინენტური მარშრუტების გახსნას ავსტრალიისა და ამერიკისკენ.

Boeing-ის თანახმად, 787 ეფექტურია როგორც გრძელ, ასევე საშუალო მაგისტრალურ მარშრუტებზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები